Thursday, July 22, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა.

პროექტის სახელი
შემოდგომა ჩემს სოფელში
პროექტისა მოკლე აღწერა 1-2 წინადადებიში
შემოდგომის სურათების აჩწერა საკუტარ სოფელში
პროეკტის სრული აღწერა
მოსწავლეები აღწერენ შემოდგომის შემოსვლა თავის სოფელში. აღწერენ,თუ როგორ იცვლის სახეს ბუნება,როგორ იცვლება კლიმატი მათ მხარეში, აღწერენ რა ნუნებრივი მოვლენებ მოყვება შემოდგომის დადგომას. მიიღებენ მონაწილეობას მოსავლის აღების პროცესში და ფოტოებზე აღბეჭდავენ ამას. ბავშვები გადაუღებენ სურათებს ყურძნის კრეფასა და დაწურვის, ჩურჩხელების ამოვლების, კაკლის ბერტყვის, სიმინდის ტეხვის პროცესებს (კუთხეების მიხედვით). დააკვირდებიან, როგორ ემზადება სოფელი ზამთრის შესახვედრად,როგირ ეზიდებიან შეშას ტყიდან. ისინი აიღებენ ინტერვიუებს სოფლის უხუცესი ადამიანებისაგან იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა სოფლის წარსულსაა და ამ წყობს შორის, შემოდგომასთან დაკავშირებული რა ძველი ტრადიციები, ლექსები და სიმღერები.შემორჩა მათ მიხსიერებას. ბავშვები ინტერნეტში მოიძიებენ საინტერესო მასალას საქართველოს სხვადასხვა კუთხის კლიმატის ბუნებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ. მოძიებული მასალით შეადგენენ ფოტო-ალბომს და მოაწყობენ გამოფენას სკოლაში.
მონაწილეთა ასაკი
6-8 წლის ბავშვები.
ვადები ხანგძლივობა
1- თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
ჯგუფური მუშაობები (კუთხეების მიხედვიდ). მოგროვილი მასალისა და ინფორმაციის ბლოგზე განთავსება
მოსალოდნელი შედეგი-პროდუკტი, რაც შეიძლება შეიქმნას
ფოტო-ალბომები, ჩანახატებისა და ინტერვიუების ჩანაწერები შექმნილი ბლოგი.
სარგებელი სხვებისთვის
ბავშვები ეცნობიან საქართველოს სხვა და სხვა კუთხის ბუნებას, კლიმატს, ტრადიციებსა და წეს- ჩვეულებებს, ხალხურ შემოქმედებას. იქმნება მათ მიერ ახალი ბლოგები, ფოტო-ალბომები, რითიც ისინი ეცვევიან კომპიუტერთან და ინტერნეტში მუსაობას.
სამუშაო ენა
ქარტული ენა
მონაწილეები სხვა სკოლებიდან
მონაწილეები სხვა სკოლიდან არ ყვავს
საგნებთან-საგნობრივ ჯგუფებთან-ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია, ბავშვებს გაუღრმავდებათ საქართველოს სხვა და სხვა კუთხის სიყვარული, დაინტერესდებიან მათი განსხვავებული ტრადიციებითა და ბუნებით. ისწავლიან ინტერნეტ-პროექტების კეთებას. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
პროექტის ავტორი
ტატიანა შუბითიზე
ავტორის ელ. ფოსტა
tatianashubidze@gmail.com

პროექტის ვებ- გვერდიბლოგი
htt;//tatianashubitidze.blogspot.com

No comments:

Post a Comment